NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტის წევრთა 30%- ს ქალები უნდა შეადგენდნენ.
კითხვაზე - როგორი იქნებოდა ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება პარლამენტში? - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 10% ქალი, 90% კაცი - მისაღებია გამოკითხულთა 14%-სთვის; 30% ქალი, 70% კაცი მისაღებია - 39%-სთვის; 50% ქალი, 50% კაცი - 35%-სთვის; 30% კაცი, 70% ქალი - 2%-სთვის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარი არის ±1,8%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
ამასთან, გამოკითხულთა 60% მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.