გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით

გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (53%) მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით.
გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
გამოკითხულთა 7% არც ერთ ზემოთაღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება. ხოლო 9 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარი არის ±1,8%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს CRRC-საქართველო.