"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა(36%) მიიჩნევს, რომ საქართველოში ვითარება საერთოდ არ იცვლება.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 27% აცხადებს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხული მოსახლეობის 5%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.