აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკას „კატასტროფული შეცდომა“ უწოდა. აღნიშნულის შესახებ მან გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, მან ერთი კატასტროფული შეცდომა დაუშვა - ყველა ეს არალეგალი მიიღო. არავინ იცის საიდან მოვიდა ეს ხალხი. მან კატასტროფული შეცდომა დაუშვა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, მას ესმის თუ რატომ დაუჭირეს ბრიტანელებმა მხარი ევროკაშირიდან გასვლას.
„ვფიქრობ, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ დააძალებდნენ დევნილების მიღებას, ბრიტანეთი ევროკავშირიდან არ გავიდოდა. ეს უკანასკნელი წვეთი იყო. ხალხს სურს საკუთარი იდენტურობის შენარჩუნება და თუ მკითხავთ გეტყვით, რომ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ ბრიტანეთს“, - დასძინა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა.