დონალდ ტრამპი არ აპირებს დაუყოვნებლივ გააუქმოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

დონალდ ტრამპი არ აპირებს დაუყოვნებლივ გააუქმოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს დაუყოვნებლივ გააუქმოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ეს მომავალში მოხდება. აღნიშნულის შესახებ მან ამერიკულ გამოცემასთან Wall Street Journal ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა განაცხადა, რომ შემზღუდველი ზომები შენარჩუნდება „როგორც მინიმუმ გარკვეული პერიოდის განმავლობაში“.

„თუ თქვენ ურთიერთობა დაალაგეთ რუსეთთან და რუსეთი ჩვენ გვეხმარება, მაშინ რატომ უნდა შეინარჩუნოს ვინმემ სანქციები, თუ ვინმე ერთად კარგ საქმეებს აკეთებს“, - განაცხადა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა.