ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა ძლიერ სიგნალს აგზავნის, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს

ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა ძლიერ სიგნალს აგზავნის, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მტკიცე უმრავლესობით კენჭისყრა ძლიერ სიგნალს აგზავნის, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში „ტვიტერში“ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი წერს.

დღეს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთ კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაცის მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

რაც შეეხება კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე, იგი თებერვალში გაიმართება.