გიორგი გახარია ღამის კლუბებზე: მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ერთადერთზე, კანონის დაცვაზე

გიორგი გახარია ღამის კლუბებზე: მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ერთადერთზე, კანონის დაცვაზე

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ერთადერთზე, კანონის დაცვაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელმაც შს მინისტრს ღამის კლუბებში ე.წ. არასრულწლოვანთა პროსტიტუციის აღმოფხვრის მიზნით სიტუაციის შესწავლისკენ მოუწოდა.

”მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ერთადერთზე, კანონის დაცვაზე. იქ არ ყოფილა საუბარი რაღაც სახის კლუბების მხარდაჭერაზე ან არმხარდაჭერაზე. საუბარი იყოს კანონის დაცვაზე. მე არ ვიცი რა ინტეპრეტაციები მოყვა ამას, მაგრამ ეს იყო მოწოდება კონკრეტული უწყებების მიმართ კანონის დაცვის მიმართულებით. პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს თავისი პოზიცია, ამაში არაფერია განსაკუთრებული”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ღამის კლუბებში არასრულწლოვნების პროსტიტუციის აღკვეთის მიზნით სიტუაციის შესწავლა დაავალა.