რექს ტილერსონი - თუ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა დამტკიცდა, მაშინ რუსეთი უფრო ეფექტურ პასუხს მიიღებს, ვიდრე სანქციებია

რექს ტილერსონი - თუ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა დამტკიცდა, მაშინ რუსეთი უფრო ეფექტურ პასუხს მიიღებს, ვიდრე სანქციებია

თუ აშშ-ის სპეცსამსახურების საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად უდავო მტკიცებულებებს მივიღებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე, მაშინ რუსეთი უფრო ეფექტურ პასუხს მიიღებს, ვიდრე სანქციებია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა რექს ტილერსონმა სენატში გამართულ მოსმენებზე. 
ტილერსონმა დადებითად უპასუხა სენატორ კრის მერფის კითხვას იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა მას პირობა მისცეს აშშ-ის მოქალაქეებს, რომ თუ საიდუმლო მტკიცებულებები რუსეთის მიერ ჰაკერული შეტევების განხორციელებაზე მნიშვნელოვანი იქნება, ის სანქციებთან შედარებით უფრო ეფექტურ პასუხს გაცემს რუსეთს. 
„დიახ, ის, რაც მე დავინახე აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიშის არასაიდუმლო ნაწილში შეშფოთებას იწვევს. და თუ, დამატებითი ინფორმაცია აჩვენებს რუსეთის ჩართულობის დონეს, ეს პასუხის გაცემას იმსახურებს“, - განაცხადა რექს ტილერსონმა. 
რექს ტილერსონს არ დაუზუსტებია როგორი შეიძლება იყოს ეს პასუხი.