ნიკა მელია - დათო ბაქრაძეს შეთავაზება ჰქონდა, როგორც მეორე გუნდის წარმომადგენელი გამხდარიყო პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე

ნიკა მელია - დათო ბაქრაძეს შეთავაზება ჰქონდა, როგორც მეორე გუნდის წარმომადგენელი გამხდარიყო პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე

დათო ბაქრაძეს შეთავაზება ჰქონდა, როგორც მეორე გუნდის წარმომადგენელი გამხდარიყო პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მისი თქმით, 30 ნოემბერს ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყრილობის გადადების საკითხიც დადგა, თუმცა გიგა ბოკერიას ფრთამ აღნიშნული წინადადება ჩააგდო. 

”29 ნოემბერს დათო ბაქრაძეს შეთავაზება ჰქონდა, როგორც მეორე გუნდის წარმომადგენელი გამხდარიყო პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, რაზეც გიგა ბოკერიამ ათქმევინა უარი. პოლიტსაბჭოს მიმდინარეობისას ამ ფრთამ, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა და 7 000 დელეგატის მონაწილეობით ატარებს ყრილობას, კენჭისყრაზე დააყენა ყრილობის გადადების საკითხი და გაგიკვირდებათ, მაგრამ ბოკერიას ფრთამ საპირისპირო არჩევანი გააკეთა და ჩააგდო წინადადება”, - განაცხადა ნიკა მელიამ.