თურქეთის ვიცე პრემიერი - დასავლელი ლიდერები ჯერ კიდევ გუშინ დიქტატორებთან ერთად პოზირებდნენ

თურქეთის ვიცე პრემიერი - დასავლელი ლიდერები ჯერ კიდევ გუშინ დიქტატორებთან ერთად პოზირებდნენ

თურქეთის ვიცე პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა დასავლეთის ქვეყნები ავტორიტარული რეჟიმების მიმართ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გამო გააკრიტიკა, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“. 
„არსებული პრობლემების გადასაწყვეტად დასავლეთმა, პირველ რიგში, უნდა გადახედოს თავის თვალსაზრისს. ჯერ კიდევ გუშინ, დასავლელი ლიდერები სურათებზე დიქტატორებთან ერთად პოზირებდნენ“, - განაცხადა ქურთულმუშმა ანკარაში ელჩების მე-9 კონფერენციაზე. 
მისი თქმით, ლტოლვილების პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა პირველწყაროს აღმოფხვრა.
„ევროპას არ უნდა ეშინოდეს ლტოლვილების შემოდინების და უარი თქვას ქსენოფობიის პოლიტიკაზე“, - აღნიშნა ქურთულმუშმა.
თურქეთის ვიცე პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით თურქეთმა თავისი კარი 3 მილიონ ლტოლვილს გაუღო.