ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ფარულ მოსმენებზე კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობოების ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ფარულ მოსმენებზე კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობოების ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობო სექტორის ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი. 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. 

"მიმდინარეობს კონსულტაციები მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასეთი ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი კანონის გადასინჯვა", - განაცხადა კობახიძემ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ,“ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტების შემუშავების მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.