დანით შეიარაღებული პალესტინელი ტერორისტი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს თავს დაესხა

დანით შეიარაღებული პალესტინელი ტერორისტი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს თავს დაესხა

დანით შეიარაღებული პალესტინელი ტერორისტი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს თავს დაესხა. 

შემთხვევა დღეს დილით დევნილთა ბანაკთან ახლოს, ნაბლუსში მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა თავდამსხმელი ადგილზე გაანადგურეს. მომხდარის შედეგად სამხედროები არ დაშავებულან. 

„როდესაც „დუვდევანის“ სპეციალური დანიშნულების დანაყოფი რუტინულ საქმიანობას ახორციელებდა, მამაკაცი თავს დაესხა ჯარისკაცებს, შეძახილით - „დიდება ალაჰს“ , - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს, იერუსალიმში ისრაელის ჯარისკაცების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 4 ჯარისჯაცი გარდაიცვალა, ხოლო 15 დაშავდა.