გლდანში ”საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

გლდანში ”საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

გლდანში ”საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. 
 ბანკის პრესსამსახურში ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
ადგილზე სამართალდამცველი ორგანოები მუშაობენ. 
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 178-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.