ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით მოქალაქე დაშავდა. დაღუპულებს შორის 7 პოლიციელია.
ტერორისტმა ხალხმრავალ ადგილზე დანაღმული ავტომობილი ააფეთქა , შემდეგ კი მისმა თანამზრახველებმა პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა.