არსებული ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ”ნაციონალურ მოძრაობას” 12 იანვარს დატოვებენ

არსებული ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ”ნაციონალურ მოძრაობას” 12 იანვარს დატოვებენ

არსებული ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ”ნაციონალურ მოძრაობას” 12 იანვარს დატოვებენ. 

როგორც ”ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ეს გადაწყვეტილება ყრილობის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს. ისინი პარტიის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთებას სწორედ 12 იანვარს გეგმავენ, ამ დროისთვის კი, არაოფიციალური ინფორმაციით, ახალ ოფისს ეძებენ. 

ე.წ. ბოკერია-უგულავას ფლანგში „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები მოიაზრებიან, რომლებიც 20 იანვარს 7000 დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან.