ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილი აქტიურად აწარმოებს კამპანიას, რომ საკუთარი ალტერნატიული ოპოზიცია შეიქმნას

ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილი აქტიურად აწარმოებს კამპანიას, რომ საკუთარი ალტერნატიული ოპოზიცია შეიქმნას

ბიძინა ივანიშვილი აქტიურად აწარმოებს კამპანიას, რომ საკუთარი ალტერნატიული ოპოზიცია შეიქმნას, - ასე აფასებს “დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ”ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს. 

როფორც ბურჯანაძემ Palitranews-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ”ივანიშვილს მისთვის კომფორტული ოპოზიციის შექმნა სჭირდება”. 

”ის რაც ახლა ხდება, აბოსულუტურად ხელოვნური პროცესია. ”ნაციონალური მოძრაობის” ბედი ნამდვილად არ მაწუხებს, მე ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ბედი მაწუხებს. ვხედავ იმას, რომ ის ადამიანები, გიგა ბოკერიას მეთაურობით, რომლებიც გადამწყვეტი ფიგურები იყვნენ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც ასე მტკივნეული და არასწორი იყო ქვეყნისთვის, სწორედ ეს ადამიანები დაიყენა ბიძინა ივანიშვილმა გვერდით და მათთან გარიგებას ახორციელებს. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ეს ეკუთვნის და უფრო მეტიც ეკუთვნის. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მიპირისპირდებოდა სწორედ გიგა ბოკერია, როდესაც შევძლებდი, რაღაცნაირად დამერწმუნებინა სააკაშვილი, რომ ეს გზა იყო სწორი. დავტოვებდი თუ არა კაბინეტს, მთელი ეს ჯგუფი მას თავზე დააცხრებოდა და უკვე დილისთვის გადაწყვეტილებას შეაცვლევინებდნენ. როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის პრობლემა ის კი არ იყო, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” დროს ხდებოდა, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ის იძულებული იყო სააკაშვილის მოთხოვნით ფული გადაერიცხდა სახელმწიფოს ბიუჯეტში და დაეხარჯა სახელმწიფოსთვის და საქართველოს მოსახელობისთვის. როგორც ჩანს, დანარჩენი მას პრობლემას არ უქმნიდა, რადგან ის მშვენივრად აწარმოებს მოლაპარაკებას ბოკერიასთან. ვანო მერაბიშვილზე იძახდა: ძალიან კარგი კაცი, გადასარევი მინისტრია და გული მწყდება, ჩვენს გუნდში რომ არ არისო. ადეიშვილზე იძახდა, უნიჭიერესი კაცია და კარგი იქნება ჩვენს გვერდით იყოსო. ბაქრაძეს თურმე საათები ეხვეწებოდა, რომ ”ქართულ ოცნებაში” გადასულიყო”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ბურჯანაძის აზრით, გიგა ბოკერია პოლიტიკური ლიდერი არ არის, ვერც იქნება და საზოგადოების სერიოზულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ”ბოკერია პირად გარანტიებს მიიღებს. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ძალიან ბევრი რამ მიიღო ბიძინა ივანიშვილის წყალობით, რადგან აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მცირე გამონაკლისის გარდა, პასუხი არაფერზე აგო - მათ შეინარჩუნეს სტატუსი, შეინაჩუნეს ბიზნესი, რომელიც ჰქონდათ, მათ შორის იმ ადამიანებმაც, რომლებიც ციხეში იყვნენ და არიან”, - აღნიშნა ბურჯანაძემ.