გამომძიებელმა „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა დაკითხა (VIDEO)

გამომძიებელმა „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა დაკითხა (VIDEO)

 

დღეს გამომძიებელმა დაკითხა კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა. ქარდავას ადვოკატის გურამ ყუფენია აცხადებს, რომ ქარდავამ დეტალურად ისაუბრა  მასზე განხორციელებული თავდასხმის  შესახებ და  აღნისნა, რომ  მას ერთ-ერთი თავდასხმელის ამოცნოობა შეუძლია.

შეგახსენებთთ, რომ 20 მაისს მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის ოფისიდან შინ საკუთარი ავტომანქანით ბრუნდებოდა. მისი განცხადებით, თავდამსხმელები მას სარკინიგზო გადასასვლელთან ჩაუსაფრდნენ. შეჩერებულ ავტომანქანაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შეღწევა მოახერხა და ქარდავას დახრჩობა სცადა. მან კი გაქცევის მიზნით უკუსვლა გადაწყვიტა, თუმცა თავდამსხმელმა საჭის მართვაში ხელი შეუშალა და ავტომანქანა რკინის ბოძს შეეჯახა.

დაზიანებული ავტომანქანიდან ქარდავა სამმა თავდამსხმელმა ძალის გამოყენებით გადმოაგდო და რკინის ხელკეტით სცემა, შემდეგ კი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვა და ხობის მიმართულებით „აუდის“ მარკის ავტომანქანით გაუჩინარდა. ნახევარი საათის შემდეგ მამუკა ქარდავამ ადგომა და საკუთარ მანქანასთან მისვლა მოახერხა და სატელეფონო ზარებით მან მეგობრებისგან დახმარება ითხოვა.