ქ. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 99,5 %-ით შესრულდა. საშემოსავლო ნაწილში აღნიშნული მაჩვენებელი უპრეცედენტოა.
შემოსულობების გეგმა ნაშთის ჩათვლით შეადგენდა 842 966.4 ათას ლარს და ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 838326.5 ათასი ლარი.
გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტის შესრულებამ 99% შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია აბსოლუტურ მაჩვენებლებში.
ბიუჯეტის ხარჯვის მაჩვენებელმა კი 832.4 მლნ ლარი შეადგინა.