ანგელა მერკელი - ისლამისტური ტერორიზმი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელსაც გერმანია უპირისპირდება

ანგელა მერკელი - ისლამისტური ტერორიზმი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელსაც გერმანია უპირისპირდება

ისლამისტური ტერორიზმი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელსაც გერმანია უპირისპირდება, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საახალწლო გამოსვლაში. 

19 დეკემბერს ბერლინში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელმა ტუნისელმა ჩაიდინა, მერკელმა განაცხადა, რომ „საძაგელი“ იყო, ტერორისტულ აქტებს ის ხალხი ახორციელებს, რომლებიც დაცვას და თავშესაფარს ეძებდნენ გერმანიაში. თუმცა, მან აღნიშნა, რომ გერმანია გადალახავს ამ სირთულეებს.

„ჩვენ ტერორისტებს ვეუბნებით: თქვენ სიძულვილით გაჯღენთილი მკვლელები ხართ, მაგრამ თქვენ არ განსაზღვრავთ ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ და როგორ გვინდა ცხოვრება. ჩვენ თავისუფლები, ყურადღებიანი და ღია ვართ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.