ბაღდადის ცენტრში მომხდარ ტერაქტებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბაღდადის ცენტრში მომხდარ ტერაქტებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყში, ბაღდადის ცენტრში, ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. აფეთქებები ალ-სინაკის მანქანების ნაწილების ბაზრობაზე მოხდა. აღნიშნულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. 

ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, ხოლო მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებით მოხდა.