დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე- ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ძალიან გონიერია

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე- ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ძალიან გონიერია

ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ძალიან გონიერია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აშშ-ის მთავრობის ქმედებების საპასუხოდ არ გაეძევებინა რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატები.

„შესანიშნავი სვლაა ვლადიმერ პუტინის მხრიდან. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ძალიან გონიერია“, - დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო, არ გააძევოს რუსეთის ფედერაციიდან ამერიკელი დიპლომატები. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი არ დაეშვება „სამზარეულოს დიპლომატიის“ დონემდე. 

„აშშ-ის მიმავალი ადმინისტრაციის ახალ არამეგობრულ ნაბიჯებს ვაფასებთ როგორც პროვოკაციულს, რომლებიც მიმართულია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ძირის გამოთხრისკენ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამამ 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.