საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა, ნეგატიური ინფორმაცია შეამცირონ და აღნიშნა, რომ მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები მედიასამაც უნდა გაითვალისწინოს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის კრიტიკული მედიის არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა საკმაოდ ხშირად ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება.
„ჩვენ გვჭირდება კრიტიკული მაუწყებლობა, კრიტიკული მედია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამავე დროს, არ შემიძლია არ გამოვხატო ხშირად საკუთარი გულისტკივილი, რადგან მესიასაც უნდა ესმოდეს ის გამოწვევები, რაც საზოგადოების წინაშე დგას. ხანდახან არის ხომე შემთხვევები, როდესაც ძალიან ნეგატივშია ეს ყველაფერი წასული. მინდა ყველა ჟურნალისტს ვთხოვო, როგორც ერთმა მოქალაქემ - ნამდვილად არ მჭირდება ეკრანიდან დითირამბების მღერა, პირიქით რომც იყოს გამაღიზიანებდა, მაგრამ ცოტა მეტ ნუგეშს თუ მივცემთ ადამიანებს ხვალინდელი დღისთვის, ეს ოპტიმიზმი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მედიაზე საუბრისას მთავრობის მეთაური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სამართლებრივ პროცესში არ ჩაერევა.
“მიმდინარეობს ქონებრივი დავა, რომელსაც რა თქმა უნდა, გააჩნია პოლიტიკური განზომილება. ჩვენი ვალია, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩავერიოთ. მე არ ვიცი, როდის ახსოვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ზარი განხორციელებულიყო პრემიერის ადმინისტყრაციიდან და ეკარნახებინოს ესა თუ ის სიუჟეტი. ყოველთვის მომყავს ხოლმე საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითი, რომელიც ხშირად არის ხოლმე ყველაზე კრიტიკული, ვიდრე რომელიმე კერძო მაუწყებელი”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.