საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუ რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმებს, ეს რუსეთში მყოფი უამრავი თანამემამულისთვის შვება იქნება.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობაში სერიოზულ საკითხებზე საუბრის ნიშნები არ შეინიშნება თუმცა აღნიშნა, რომ „საუბარია ნელ-ნელა იმ საფუძვლის შექმნაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთს დაველაპპარაკოთ“.
„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მივესალმები. ეს იქნება დიდი შვება უამრავი ჩვენი თანამემამულისთვის, მათი ოჯახისწევრებისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დათმობა არ მოხდება.