პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ევროკავშირს მნიშვნელოვნად დაუახლოვდა

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ევროკავშირს მნიშვნელოვნად დაუახლოვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ქვეყნის მიღწევებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს იყო მართლა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა. ერთი თვის წინ ბრიუსელში ყველაზე წარმატებული ასოცირების საბჭო ჩატარდა, სადაც აღინიშნა ძალიან დიდი პროგრესი, როემლსაც საქართველომ მიაღწია. ამ რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ნამდვილად ჩემპიონია რეგიონში“,- განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.