გერმანელი ექიმის შეფასებით, საქართველოს პატრიარქის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანა საჭირო არ არის

გერმანელი ექიმის შეფასებით, საქართველოს პატრიარქის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანა საჭირო არ არის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს სამკურნალოდ საქართველოში გერმანელი სპეციალისტი ჩამოვიდა.

როგორც საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა ბერლინის ჰელიოს კლინიკის სპეციალისტმა მამარტინ სტრიკმა ილია მეორე მოინახულა.

„გერმანელი სპეციალისტის აზრით, ამ ეტაპზე უწმინდესის გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციული ჩარევის საჭიროება არ არის. გერმანელმა ქირურგმა ქართველი ექიმების სამკურნალო ტაქტიკა ცალსახად მოიწონა და ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევაზე უარი განაცხადა. უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და ბევრი მაჩვენებელი უმჯობესდება. დინამიკა დადებითია“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.