"ფორბსის" მიხედვით, ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 43-ე ადგილს იკავებს

"ფორბსის" მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 139 სახელმწიფოს შორის 43-ე ადგილს იკავებს.

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი კრიტერიუმები - სავაჭრო და მონეტარული თავისუფლება, საკუთრების უფლება, ინოვაციები, ტექნოლოგიები, ინვესტორთა დაცვა, კორუფცია, პერსონალური თავისუფლება, გადასახადები.

ამ პარამეტრების მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა მხოლოდ ერთ კრიტერიუმშია გაუარესებული - მონეტარული თავისუფლების მიხედვით, ქვეყანამ 50-ე ადგილზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია,რომ საქართველო მე-4 პოზიციაზეა ვაჭრობის თავისუფლების მიხედვით, ხოლო ინვესტორთა დაცვის კუთხით - მე-7 ადგილზე.

ბიზნესის კეთების რეიტინგში პირველ ხუთეულში შედიან შვედეთი, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, "ფორბსის" რეიტინგში თურქეთი 62-ე პოზიციაზეა, აზერბაიჯანი 64-ზე, სომხეთი - 75-ზე, ხოლო რუსეთი - 79-ზე.