პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, 2017 წლის მთავარი გეგმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებაა.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო რეფორმით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის განმტკიცებისთვის.
”ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა საპარლამენტო კონტროლის ფუნქცია უნდა გააძლიეროს. მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის პროცესში პარლამენტმა უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების და ასევე მათი უფლებების დაცვის გარანტიები,” - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.