2016 წლის ტენდენციები იმდენად პოზიტიურია, რომ ვფიქრობ, 2017 წლისთვის ბევრი რამ მოწესრიგებული იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატმა ამ კონტექსტში ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაზე გაამახვილა და როგორც აღნიშნა, მთავარ გამოწვევად კვლავ უმუშევრობა რჩება.
”ეს არის ჩვენი უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც 4 წელიწადში ვერ იქნება დაძლეული, მაგრამ ტენდენციები იმდენად პოზიტიურია, რომ გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური პროექტები მაფიქრებინეს, რომ 2017 წლისთვის ბევრი რამ მოწესრიგებული იქნება,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.