სოზარ სუბარი:  დევნილებს ვაფრთხილებ, ვემუდარები, ნურავის დაუჯერებენ

სოზარ სუბარი: დევნილებს ვაფრთხილებ, ვემუდარები, ნურავის დაუჯერებენ

დევნილებს ვაფრთხილებ, ვემუდარები, ნურავის ნუ დაუჯერებენ, როგორც კი ვინმე ეცდება მათგან ფულის გამოძალვას, მოვიდნენ ჩვენთან ან მივიდნენ სამართალდამცავ ორგანოებთან, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ზუგდიდში დევნილებისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, სწორედ სამინისტროს უშუალო ჩართულობით მოხდა თაღლითების გამოვლენა.

„ძალიან ბევრი დევნილი ტყუვდება, ბინას გაგიკეთებთ თანხას თუ გადაიხდით და მერე მოდიან და ჩვენთან ან პროკურატურასთან ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და სამართლიანობის აღდგენა მოხდება, როცა ამ თაღლითს დააკავებენ, მაგრამ დევნილებს თანხას არავინ არ დაუბრუნებს უკან. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ დევნილებს, ვაფრთხილებ, ვემუდარები, ნურავის ნუ დაუჯერებენ ნურავის. როგორც კი ვინმე ცდილობს მათგან ფულის გამოძალვას, მოვიდნენ ჩვენთან ან მივიდნენ სამართალდამცავ ორგანოებთან. როგორც ჩანს, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და მიუხედავად იმისა, რომ სამ თვეში ერთხელ ერთი ჯგუფის დაკავება ხდება, მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ამ თაღლითებს ენდობიან”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.