პარლამენტმა მუდმივმოქმედი დელეგაციების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა მუდმივმოქმედი დელეგაციების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა დადგენილებით მუდმივმოქმედი დელეგაციების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა. დადგენილებით ასევე განისაზღვრა დელეგაციების სათადარიგო შემადგენლობები.

პარლამენტის გადაწყვეტილებით დელეგაციების ძირითადი შემადგენლობა ასეთია: 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) – თამარ ჩუგოშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) - სოფიო ქაცარავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), არჩილ თალაკვაძე, გიგი წერეთელი.

ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC) - თამარ ხულორდავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირინე ფრუიძე, ოთარ დანელია, გიორგი მოსიძე, აკაკი ზოიძე, გუგული მაღრაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ნინო გოგუაძე, სალომე სამადაშვილი, ოთარ კახიძე.

(EURONEST PA) - თამარ ხულორდავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირინე ფრუიძე, მარიამ ჯაში, ნინო წილოსანი, დიმიტრი ცქიტიშვილი, რომან კაკულია, ლევან კობერიძე, ბექა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, სერგი კაპანაძე.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA) - ირაკლი სესიაშვილი, (დელეგაციის ხელმძღვანელი), არჩილ თალაკვაძე, სოფიო ქაცარავა, გიორგი კანდელაკი.

საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) - ირაკლი კობახიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), სოფიო ქაცარავა, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, დავით ბაქრაძე.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) - ოთარ დანელია (დელეგაციის ხელმძღვანელი), ზაზა გაბუნია, კახაბერ ოქრიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ნატო ჩხეიძე.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA) - კახაბერ კუჭავა (დელეგაციის ხელმძღვანელი), გრიგოლ ლილუაშვილი, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გედევან ფოფხაძე.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (I.A.O.) - ზაქარია ქუცნაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), დიმიტრი ხუნდაძე, ადა მარშანია.

ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა (APF) - სალომე ზურაბიშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), გიორგი კახიანი, სალომე სამადაშვილი.