კელიენ კონუეი - დონალდ ტრამპს შესაძლებლობა ექნება გადახედოს ჩვენს საგარეო პოლიტიკას

კელიენ კონუეი - დონალდ ტრამპს შესაძლებლობა ექნება გადახედოს ჩვენს საგარეო პოლიტიკას

აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შესაძლებლობა ექნება ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომას გადახედოს, - განაცხადა დონალდ ტრამპის მრჩეველმა კელიენ კონუეიმ.

„ეს ნიშანდობლივია ჩემთვის. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც, ასე ვთქვათ, ისრაელის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს. ეს საშინელი კენჭისყრა გაერო-ში - ამერიკის ისრაელისადმი პოლიტიკაში გადატრიალებაა. ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ ობამას პოლიტიკის გამწვავებას. მეორე მხრივ, აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება გადახედოს ჩვენს საგარეო პოლიტიკას“, - განაცხადა კელიენ კონუეიმ. 

წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათ გვარებს ასაჯაროებს. 

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს თავდასხმებში ადანაშაულებს. 

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვა გადაწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.