ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა თავი უნებისყოფობით გამოიჩინა, მათ ვერ შეძლეს დამარცხებულ პარტიაში დარჩენა

ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა თავი უნებისყოფობით გამოიჩინა, მათ ვერ შეძლეს დამარცხებულ პარტიაში დარჩენა

”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი წევრი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა თავი უნებისყოფობით გამოიჩინა და მათ ვერ შეძლეს დამარცხებულ პარტიაში დარჩენა.

როგორც თამარ კორძაიამ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა, პოლიტიკაში მარცხი არ ნიშნავს, რომ იმ პოლიტიკურ პარტიას მომავალი არ აქვს.

ამ კონტექსტში, მან მაყურებელს შეახსენა, რომ ”რესპუბლიკური პარტია” 38 წლის არის, არაერთხელ დამარცხებულა და მოუპოვებია წარმატება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდესაც უნებისყოფობაზე საუბრობს, გულისხმობს თუ არა მათ შორის, მათი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს? - თამარ კორძაიამ უპასუხა, რომ ყველას გულისხმობს, ვინც გადაწყვიტა, რომ წაგებულ პარტიასთან თანამშრომლობა უჭირდა.

”პერსონებზე ნამდვილად არ ვილაპარაკებ, რადგან ჩვენგან, ზოგიერთი სხვა პოლიტიკური პარტიიდან წავიდნენ, ზოგი მინისტრი გახდა, ზოგი მინისტრის მოადგილე და ა.შ. ამის შეფასება, ვფიქრობ ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, ამას საქართველოს მოქალაქეეები შეაფასებენ”, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.