საქართველოს მთავრობას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის

საქართველოს მთავრობას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის

საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია,

„ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება.  საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვ აქვთ დაწყებული მუშაობა ამ მიმართულებით.  დარწმუნებული ვარ, რომ ახალ ადმინისტრაციასთან შედგება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და გაგრძელდება ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.  ძალიან მნიშვენლოვანია ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო, სტრატეგიული ურთიერთობა და ამაზე მუშაობს საქართველოს მთავრობა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძე.