რუსეთთან ურთიერთობაში წითელი ხაზები გადის დეოკუპაციაზე, სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომლებსაც ვერ დავთმობთ

რუსეთთან ურთიერთობაში წითელი ხაზები გადის დეოკუპაციაზე, სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომლებსაც ვერ დავთმობთ

პოლიტიკაში ზოგადად კომპრომისი შესაძლებელია, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები ამ კუთხით,  ეს წითელი ხაზები გადის დეოკუპაციაზე, სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე,  - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში კითხვას რუსეთთან ურთიერთობების შესახებ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე შეეხო რუსეთის პორეზიდეტის პოზიციასაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარატივების შესხებ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული ხაზები რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ გაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც აღიარებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ. სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში ვმოქმედებთ. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივებას, ეს ბუნებრივია, დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე . და ამ კუთხით პროგრესს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ჩვენი ამოცანა გახლავთ კიდევ ერთხელ პრაგმატული პოლიტიკის საფუძველზე მაქსიმალური პროგრესის მიღწევა სხვადასხვა მიმართულებით. გვაქვს უკვე ხელშესახები პროგრესი, მათ შორის ეკონომიკური, სოციალური ჰუმანიტარული მიმართულებით.  ამ კუთხით მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძლდეს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ მოუწევს კომპრომისზე წასვლა რუსეთთან ურთიერთობებში მმართველ გუნდს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, ზოგადად პოლიტიკაში კომპრომისი შესაძლებელია, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები ამ კუთხით. ეს წითელი ხაზები გადის დეოკუპაციაზე, სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ეს არის ის სტრატეგიული პრიორიტეტები, რომელსაც ჩვენ ვერ დავთმობთ“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ევროკავშირთან აქვს ძალიან მნიშვენლოვანი მიღწევები, განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში.

„მე მაქვს დიდი იმედი, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ვიზალიბერალიზაციის პროცესი და გაიხსნება ევროპის კარი ჩვენი მოქალაქეებისათვის“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.