საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში ასახულია ყველა სტრატეგიული პრიორიტეტი

საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში ასახულია ყველა სტრატეგიული პრიორიტეტი

საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში, რომელიც პარლამენტმა  მიიღო, ასახულია ყველა სტრატეგიული პრიორიტეტი, რომელიც  გვაქვს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რეზოლუციის მიღების მიზანი იყო, ახალარჩეულ პარლამენტს კიდევ ერთხელ დაეფიქსირება თავისი პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენმა ამომრჩეველმა, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კურსის მიმართ. ეს კურსი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასახული საქართველოს პარლამენტის შესაბამის პოზიციაში. აქედან გამომდინარე, სწორედ ჩვენი ინიციატივით იქნა წარდგენილი რეზოლუციის პროექტი საქართველოს პარლამენტში და ჩვენ დღეს ვუყარეთ კენჭი შესაბამის რეზოლუციას. ამ რეზოლუციაში ასახულია ყველა სტრატეგიული პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. დაწყებული დეოკუპაციით, გაგრძელებული ევროინტეგრაციით, პრაგმატული პოლიტიკით, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და ასე შემდეგ. ყველა სტრატეგიული პრიორიტეტი ამ რეზოლუციაში ზედმიწევნით არის ასახული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.