ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი მისასალმებელია

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი მისასალმებელია

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი მისასალმებელია.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი არის თანხვედრაში პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ ხედვასთან.

„დოკუმენტი აძლევს საშუალებას, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე მთავრობას და თავად საქართველოს პარლამენტს, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ერთობლივად იმოქმედონ დასახული მიზნების მისაღწევად”, - განაცხადა ფხალაძემ.

პარლამენტმა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის“ შესახებ რეზოლუცია დღეს მიიღო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტში ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტებია განსაზღვრული.

რეზოლუციის მიხედვით, პარლამენტი აცხადებს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტებს, მათ შორის როგორიცაა - ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დემოკრატიის ხარისხის განმტკიცება.