2016 წელს ჩვენ გვქონდა პრინციპული არჩევნები, სადაც პოლიტიკური პროცესების სამომავლო ბედი წყდებოდა

2016 წელს ჩვენ გვქონდა პრინციპული არჩევნები, სადაც პოლიტიკური პროცესების სამომავლო ბედი წყდებოდა

2016 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 2016 წელს ჩატარდა მნიშვნელოვანი და პრინციპული არჩევნები.

“არჩევნებზე წყდებოდა პოლიტიკური პროცესების სამომავლო ბედი. ქვეყანა განაგრძობს დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას, რასაც უზრუნველყოფს “ქართული ოცნების” უმრავლესობა. ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს ჩვენი ქვეყნის წინაშე, დაძლეული უნდა იყოს. ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ ეკონომიკური, სოციალური და საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ბევრი რამ გაკეთდა გასული 4 წლის განმავლობაში და ამ კუთხით გაგრძელდება მუშაობა, რათა დაძლეული იყოს ყველა პრობლემა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.