ჟენევის დისკუსიები ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურამდე ჩვენი პოზიციები მივიტანოთ, მეტი არაფრისთვის

ჟენევის დისკუსიები ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურამდე ჩვენი პოზიციები მივიტანოთ, მეტი არაფრისთვის

აფხაზეთის მოსახლეობას აქვს უფლება, გამოიყენონ საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული შესაძლებლობები, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმაბმ პრესკოფნერენციაზე განაცხადა.

რაულ ხაჯიმბას თქმით, ჟენევის დისკუსიები აფხაზეთს არაფერს დადებითს არ აძლევს.

"ჟენევის დისკუსიები ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურამდე ჩვენი პოზიციები მივიტანოთ. მეტი არაფრისთვის. ჟენევის დისკუსიები არაფერს დადებითს არ ძლევს აფხაზეთს. საუბარი მიმდინარეობს გარკვეულ ჰუმანიტარულ ასპექტებზე, თუმცა როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას -  ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს ის უფლებები, რომლებზეც თქვენ ზრუნავთ, რატომ არ ვრცელდება ისინი ჩვენზე? რატომ ვერ გადიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩვენი სპორტსმენები, მსახიობები? რატომ ითხოვენ ჩვენგან გალის რაიონის მცხოვრებლების უფლებების დაცვას? ვინ თქვა, რომ ჩვენ მათ ვავიწროვებთ? მოგონილი ისტორიიბი კარგს არაფერს მოიტანს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობასაც, განურჩევლად მისი ნაციონალური შემადგენლობისა, აქვს უფლება, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს", - განაცადა ხაჯიმბამ.

რაულ ხაჯიმბამ ასევე კომენტარი გააკეთა გალის რაიონის მცხოვრებლების პასპორტიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა.