იმედია, ჩვენი კოლეგები და მიხეილ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ არა მხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას

იმედია, ჩვენი კოლეგები და მიხეილ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ არა მხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას

პროცესების ისე განვითარება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ხდება, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, აღრმავებს პარტიის დაშლის შესაძლებლობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, გუნდმა, რომელსაც დღეს მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს გადაწყვიტეს, რომ იურიდიულ-დემოკრატიულ პროცედურებზე უარი თქვას.

“გამოაცხადეს რაღაცა კომისია, რომელიც თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს. ამ ზღვრამდე პროცესის მიყვანა ნამდვილად სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარტიის ერთიანობას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხელ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ ჩარჩოში. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ განსხვავებული აზრია პრობლემა, მაგრამ წესების უგულებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეს არის პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს პარტიას. პროცესების ასე განვითარება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ხდება თანაგუნდელების შეურაცხყოფა, აღრმავებს პარტიის დაშლის შესაძლებლობას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.