Bloomberg-ზე ლარი ისევ მყარდება

Bloomberg-ზე ლარი ისევ მყარდება

აშშ დოლარის მიმართ 22 დეკემბერს დაწყებული ლარის გამყარების ტენდენცია დღევანდელი დილის ვაჭრობებზეც ნარჩუნდება.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა 2.6350 ლარით დაიწყო, ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარი 2.6300 ლარი ღირს.

ამასთან, სავალუტო პუნქტებში დოლარის ყიდვა, ოფიციალურ გაცვლით კურსთან შედარებით ($1/ 2.6683), ბევრად იაფად შეიძლება.