ე.წ. ბორბლებზე მყოფ სავაჭრო ობიექტებს რეგულაციები უწესდებათ

ე.წ. ბორბლებზე მყოფ სავაჭრო ობიექტებს რეგულაციები უწესდებათ

ე.წ. ბორბლებზე მყოფ სავაჭრო ობიექტებს რეგულაციები უწესდებათ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის ქუჩებში უკანასკნელ პერიოდში მომრავლდა ე.წ. ბორბლებზე მყოფი სავაჭრო ობიექტები.

„ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში ნამდვილად მომრავლდა ე.წ. ბორბლებზე მყოფი სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ქუჩების იერსახეს აზიანებენ. აქამდე ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა არ იყო, ახალი წლის მერე აუცილებლად ამოქმედდება შეზღუდვა, მათ შეეძლებათ, იჯარით აიღონ სასურველი ტერიტორია და გააგრძელონ საქმიანობა, ისინი ახლა ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და არანაირ გადასახადს არ იხდიან, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს თემა აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.