გიგა ბოკერია - პარტიის იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც ყოველთვის მიიჩნევდა, რომ “მიშა როგორც იტყვის ისე უნდა იყოს”, ხლიჩავს პარტიას

გიგა ბოკერია - პარტიის იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც ყოველთვის მიიჩნევდა, რომ “მიშა როგორც იტყვის ისე უნდა იყოს”, ხლიჩავს პარტიას

პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ “მიშა როგორც იტყვის” ავტომატურად ისე უნდა იყოს, ნაბიჯ-ნაბიჯ ხლიჩავს პარტიას, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის პოლიტსაბჭოს ჩაშლის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. 
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ის ბინძური კამპანია, რომელიც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დაიწყო პარტიის ლეგიტიმური ორგანოების ბოიკოტირებით გაგრძელდა. 
”სამწუხაროდ, პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მიშა როგორც იტყვის ავტომატურად ისე უნდა იყოს და ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ნაბიჯ-ნაბიჯ ხლიჩავს ამ პარტიას. ეს პირველ რიგში მდგომარეობს იმ ბინძურ კამპანიაში, ივანიშვილთან გარიგებასთან დაკავშირებით, რომელშიც სამწუხაროდ, თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა და გაგრძელდა პარტიის ლეგიტიმური ორგანოების ბოიკოტირებით. დათო ბაქრაძეს ქონდა ძალიან გულწრფელი მცდელობა, რომ ეს არანორმალური ვითარება შეცვლილიყო და მის გამოსვლაზე რეაქციები იყო, რომ ”აი ნახეთ როგორ შეეშინდათ”. ეს ვითარება მძიმეა. ჩვენ ვხვდებით პარტიის რიგით წევრებს, გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად, მაგრამ ვშიშობ, ამ შემთხვევაში არაა ეს გასაღები ჩვენს ხელში. გასაღები არის მიხეილ სააკაშვილის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფის ხელში, რომელიც ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და სამწუხაროდ, ასე სამარცხვინოდ იქცევა”, - განაცხადა ბოკერიამ.