”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა შესაძლოა ჩაიშალოს

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა შესაძლოა ჩაიშალოს

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა შესაძლოა ჩაიშალოს. თუ პოლიტსაბჭოს წევრების ნახევარი პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდება, ამ შემთხვევაში შესაძლოა, პოლიტსაბჭოს სხდომა აღარ გაიმართოს. 
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობა გადარჩეს და ამ ერთიანობის გადარჩენა მხოლოდ ერთ ადამიანს - მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.
”ამ ერთიანობის გადარჩენა ერთი კაცის ხელშია. როგორც ჩანს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და სწორედ მისი პასუხისმგებლობა იქნება და არავისი სხვისი მოახერხებს თუ არა ”ნაციონალური მოძრაობა” ერთიანობის შენარჩუნებას , რადგან მე უკვე ვეღარ ვხედავ ადამიანთა იმ ჯგუფს გარდა მიხეილ სააკაშვილისა, ვინც შეძლებს პარტიის რღვევის შეჩერებას. ”ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობა მარტო ჩვენს ამომრჩეველს არ სჭირდება, ეს სჭირდება ქვეყანას, როგორც ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. 
მისივე თქმით, პარტიის ყრილობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს მხოლოდ სამართლიანი წესებით და არა ისეთი უწესობით, როგორიც შემოთავაზებულია.