თურქეთში გიულენის მომხრეების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

თურქეთში გიულენის მომხრეების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

დღეს სტამბოლში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის (FETÖ) მომხრეების პირველი სასამართლო პროცესი დაიწყო. მათთვის წაყენებული ბრალი 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის მიღებას გულისხმობს. 

აღნიშნულ პროცესზე ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში 29 პოლიციელს ედება. გადატრიალების მცდელობის დღეს მათ უარი განაცხადეს დამორჩილებოდნენ ბრძანებას სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.

პოლიციელებს ასევე ბრალი ედებათ საკონსტიტუციო წყობის შეცვლის მცდელობაში. 

21 პოლიციელისთვის თურქეთის პროკურატურამ სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, ხოლო 8 პოლიციელისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.