პატრიარქის გამოჯანმრთელების დინამიკა დადებითია, თუმცა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

პატრიარქის გამოჯანმრთელების დინამიკა დადებითია, თუმცა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გამოჯანმრთელების დინამიკა დადებითია, თუმცა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

მისივე თქმით, უწმინდესს სავარაუდოდ გრიპის ვირუსული ინფექცია აქვს გაციების ფონზე, რის გამოც პერიოდულად დაბალი ტემპერატურა აღენიშნება.

„პატრიარქი საპატრიარქოში იმყოფება და სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, რათა ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს. დინამიკა დადებითია. მდგომარეობა უმჯობესდება და სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ არის. ყოველთვის როდესაც ვირუსული ინფექციაა, პროფილაქტიკას ვაკეთებთ, რაიმე მოსალოდნელი გართულებები არ მოხდეს. ამიტომ სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.