თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურა განიხილება, მას ექნება ჩემი მხარდაჭერა

თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურა განიხილება, მას ექნება ჩემი მხარდაჭერა

იმ შემთხვევაში, თუ  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის საკითხი დადგება, მას ექნება ჩემი მხარდაჭერა, - განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მითსვის პატივი იქნება მანანა კობახიძესთან მუშაობა.

„ვის წარადგენს საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, მსჯელობა არ ყოფილა, ეს საკითხი დღის წერიგში დგას, თუმცა არ გვიმსჯელია კანდიდატებზე. კანდიდატი ბევრია, საქართველოში კვალიფიციური იურისტები არიან. მანანა კობახიძეს უდიდეს პატივს ვცემ, მართლაც პატივია მასთან ერთად მუშაობა. თუკი მისი კანდიდატურის საკითხი დადგება, მას ექნება ჩემი მხარდაჭერა“, -აღნიშნა სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, შესაძლოა, მანანა კობახიძის კანდიდატურა წარადგინოს.