ე.წ. კაბელების საქმეზე შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავთ, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა.
ამასთან, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე შეწყალების შესახებ თხოვნით პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ. თუმცა, ადვოკატის განმარტებით, პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.
„ჩვენ შეწყალების შესახებ არ მიგვიმართავს პრეზიდენტისთვის. ვიდრე პროცესი არ დამთავრდება, ვიფქრობ, შეწყალება გამორიცხულია, თუმცა პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია შეწყალების განხორციელება, ასევე მიმართვის გარეშეც", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა 2030-თან საუბრისას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი 16 მაისს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და სასჯელად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, რამდენიმე კვირის წინ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები და ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. გამოითქვა ვარაუდი, რომ შეხვედრა ე.წ. კაბლების საქმეზე დაკავებულთა შეწყალებას უკავშირდებოდა.
მორიგი შეწყალების აქტს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი.
საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა.
როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 122 მსჯავრდებული დღეს დატოვებს, დანარჩენს კი, სასჯელი შეუმცირდა.
შეწყალებულთა შორის 14 ქალია, მათგან 12 საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.
სულ შეწყალების კომისიამ 1 142 საქმე განიხილა.