საქართველოს პრეზიდენტმა 175 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 175 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა. ამის შესაებ განცხადება შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ გააკეთა.

როგორც ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების შედეგად,  სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 122 მსჯავრდებული დღეს დატოვებს, დანარჩენს კი, სასჯელი შეუმცირდა.

შეწყალებულთა შორის 14 ქალია, მათგან 12 საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

სულ შეწყალების კომისიამ 1 142 საქმე განიხილა.