საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი, ჩვენ ამის ყველანაირი პოტენციალი გვაქვს

საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი, ჩვენ ამის ყველანაირი პოტენციალი გვაქვს

საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი, ჩვენ ამის ყველანაირი პოტენციალი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი, თვისობრივად შეცვლის ქვეყანაში განათლების შესაძლებლობებს.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესი პედაგოგიური პოტენციალი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესაძლებლობებს მივმართავთ სწორი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა. ტალანტის გადინება ქვეყნიდან  ამ ძალისხმევის შედეგად მნიშველოვნად შეიცვლება, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ბევრი ტალანტის  შემოდინებაც იქნება აუცილებელი. მინდა, რომ წარმატება გისურვოთ ყველა თქვენგან, დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეფორმის შედეგად საფუძველს ვუყრით ძალიან მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. მოიტანს თავისუფლებას, მოიტანს პროგრესს და მოიტანს სწრაფ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. საუკეთესო ტრადიციულ ფასეულობებზე და ყველაზე მეტ, ყველაზე საუკეთესო ფასეულობებზე და ამ ორის სინერგიაზე დაფუძნებული იქნება ყველა ის რეფორმა, რომელსაც  ჩვენ ვიწყებთ. კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ერთად ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.