ადვოკატი აცხადებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ

ადვოკატი აცხადებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე შეწყალების შესახებ თხოვნით პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ.

თუმცა, ადვოკატის განმარტებით, პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

„ჩვენ შეწყალების შესახებ არ მიგვიმართავს პრეზიდენტისთვის. ვიდრე პროცესი არ დამთავრდება, ვიფქრობ, შეწყალება გამორიცხულია, თუმცა პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია შეწყალების განხორციელება, ასევე მიმართვის გარეშეც", -  განაცხადა სოსო ბარათაშვილმა 2030-თან საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი 16 მაისს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და სასჯელად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები და ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ.  გამოითქვა ვარაუდი, რომ შეხვედრა ე.წ. კაბლების საქმეზე დაკავებულთა შეწყალებას უკავშირდებოდა.

ამასთან, შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე მორიგი შეყწალების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.